ომბუდსმენი მინდელის შახტში მომხდარზე გამოძიების შედეგებს ელოდება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მას დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა არა აქვს ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარზე და პასუხებს კითხვებზე გამოძიებისგან ელოდება.

ის დღეს ტყიბულში ჩავიდა და ეს კომენტარი ჟურნალისტებთან სწორედ იქ გააკეთა.  ომბუდსმენი შეხვდა “საქნახშირის” წარმომადგენლებს და მეშახტეებს. მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება.

მინდელის მაღაროში 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ასევე წაიკითხეთ: რა არის სამთო დარტყმა – ტრაგედია მინდელის შახტში

ვინ იყვნენ დაღუპული მეშახტეები – ტრაგედია სტატისტიკის მიღმა

საქნახშირი: მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ