მარგველაშვილი თვლის, რომ ქორწინებაში არმყოფი კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა ხმები დააკლო

 

 

მარგველაშვილის განცხადებით, ამომრჩევლები ბევრად უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, ვიდრე ეს საკითხია, მაგრამ “თუ შეეძლო ამას, რომ როლი ეთამაშადა და თუ ვინმე აქედან გამომდინარე ფიქრობდა რამეს, ალბათ დააკლო [ხმები].

 

როგორც მარგველაშვილმა გადაცემა სუბიექტურ აზრში სტუმრობისას აღნიშნა, როდესაც საქმე ისეთ გრძნობას ეხება, როგორიც სიყვარულია, გადაწყვეტილებების პიარზე მორგება არ არის სწორი და გრძნობის შეურაცხმყოფელია.