მოსკოვში ერთ-ერთ საბავშვო სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა

მოსკოვში საბავშვო სავაჭრო ცენტრ “პერსეის” ხანძარი გაუჩნდა. წინასწარი ცნობებით, ხანძარი სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე გაჩნდა, სადაც სათამაშოების საწყობია განლაგებული. როგორც Meduza წერს, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

Пожар в детском торговом центре Персей

RIA-ს ინფორმაციით, მეხანძრეებმა სავაჭრო ცენტრში მყოფნი საევაკუაციო კიბით ჩამოიყვანეს, მათ შორის არიან დაშავებულებიც.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, “დოჟდის” ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროისთვის შენობაში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ხანძარი მოსკოვის დროით 12:32 საათზე დაიწყო.

ამ დროისთვის ხანძრის კერა ლიკვიდირებულია, თუმცა ტერიტორიაზე მძიმე დაკვამლიანებაა, წერს Meduza.

მოსკოვის “პერსეის” ხანძარი რუსეთის კიდევ ერთი ქალაქის, კემეროვოს სავაჭრო ცენტრის ხანძრის შემდეგ მოხდა.