ხინკალსა და ბლინში ცხენისა და ვირის ხორცი იპოვეს – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნახევარფაბრიკატებში ცხენისა და ვირის ხორცები აღმოაჩინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს.

ლაბორატორიული შემოწმებისას მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის, ხინკლის, გუფთის, ბლინის, ქაბაბისა და ბასტურმის 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში-ცხენის და ვირის ხორცი.

სააგენტოს ცნობით, მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

დაჯარიმებული ბიზნესოპერატორები არიან:

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა  ი/მ „დავით წოწკოლაურის“ კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა  სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და  დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.