მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობებს შალვა თადუმაძე ასრულებს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობებს დროებით შალვა თადუმაძე ასრულებს, რომელიც უწყების საპარლამენტო მდივანია. ამის შესახებ ნეტგაზეთს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქტიშვილმა გასულ კვირაში მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა. ნინო კობახიძის წასვლის შემდეგ ცქიტიშვილს ადმინისტრაციაში მოადგილე არ ჰყოლია.

მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, ვინ დაინიშნება ადმინისტრაციის უფროსად.