ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

რუმინეთში, ბუქარესტში მიმსინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ პირველი ადგილი, შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალი კი ირაკლი თურმანიძეს ხვდა წილად. ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 210  კილოგრამი, ხოლო აკვრაში 247კილოგრამი დაძლია და, ჯამში 457 კილოგრამით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.