მისივე თქმით, ნიშნულის 3 ბალამდე დაწევის გამო სამუშაოები უფრო მეტი ინტენსივოებით მიმდინარეობს, ხოლო საბოლოო გამოდარებას ხვალისთვის ვარაუდობენ. 

 

დაახლოებით 6- ბალიანი შტორმი 20 ოქტომბერს, გვიან ღამით დაიწყო. შტორმის შედეგად დაზიანდა ზღვისპირა ზოლი, კონკრეტულად კი- ახალი ბულვარი, სადაც გაკეთებული სარბენი ბილიკი დაახლოვებით 400 მეტრზე  ჩამოიშალა . პრობლემები შეექმნა სარფში საბაჟოზე მისასვლელ სავალ ნაწილამდე არსებულ ტერიტორიას. შტორმის გამო ზღვამ ტვირთების გადამზიდი გემი გამორიყა ნაპირზე ფოთის პორტში. 

 

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელზეც შტორმის შედეგებია ასახული. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *