გასაჯაროვდება ის ობიექტები, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ არის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

“საზოგადოებას აქვს უფლება, მისივე უსაფრთხოებისთვის ფლობდეს ინფორმაციას, სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.