მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ავტომატური მართვის ავტომობილითაც იქნება შესაძლებელი

 

კობახიძის ინფორმაციით, ცვლილება შედის მართვის მოწმობის აღების პრაქტიკულ წესთან დაკავშირებით. ამა წლის 15 დეკემებრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ პრაქტიკის ნაწილში გამოცდები ჩააბარონ ავტომატური მართვის გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე, თუმცა ამ შემთხვევაში მძღოლებს მხოლოდ ავტომატური სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება მიენიჭებათ. როგორც ცნობილია, დღეისათვის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ მექანიკური მართვის გადაცემის კოლოფის მქონე ავტოსაშუალებებზეა  შესაძლებელი.


კიდევ ერთი სიახლის მიხედვით, მართვის აღებისას მძღოლებს საშუალება ექნებათ, რომ მოწმობაზე საკუთარი სისხლის ჯგუფი მიუთითონ.


ამასთან, კობახიძის განცხადებით, განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ავტოსაგზაო ნიშნების შესწავლა სკოლებში სავალდებულო გახდეს.