მოსკოვში ბირიულევოს გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ეჭვმიტანილი მოსკოვიდან 120 კილომეტრში, კოლომნეში დააკავეს, რის შემდეგაც ვერტმფრენით მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

რია ნოვოსტის ინფორმაციითვე, მოსკოვის პოლიცია ერთ-ერთ მეტროსადგურთან პატრულირებს, სადაც ნაციონალისტურად განწყობილი დაჯგუფებების შეკრებას ზღუდავს. 

 

“ნაციონალისტურად განწყობილმა მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში 19:00 საათზე შეკრება დაგეგმეს, რის შემდეგაც ბირიულევოში მსვლელობას აპირებენ, “- წერს რია-ნოვოსტი.

 

25 წლის ეგორ შერბაკოვი მეგობარი გოგოს თანდასწრებით ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს მოკლეს. მას ცივი იარაღით მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, მკვლელი არასლავური გარეგნობის იყო.