სამხრეთ საფრანგეთში, პოლიციამ სუპერმარკეტი, სადაც შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი შტურმით აიღო. CNN-ის ინფორმაციით, შეთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელი კი მოკლულია. CNN ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებული პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა პოლიციამ მოკლა. ფრანგის სამართალდამცავის განცხადებით, თავდამსხმელი ე.წ ისლამური სახელმწიფოს გავლენის ქვეშ იყო.