ივანე კაკალია და ნანა ხუნჯუა – საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები
დღეს, 22 მარტს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე
საპროკურორო საბჭოს ორი ახალი პროკურორი წევრი – ივანე კაკალია და ნანა ხუნჯუა აირჩიეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფმა 7 კანდიდატი წარადგინა, ფარული კენჭისყრით კი ყველაზე მეტი ხმები ორმა პროკურორმა – თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორი ივანე კაკალიას და მთავარი პროკურატურის პროკურორი ნანა ხუნჯუა.
მათ ჩაანაცვლეს საპროკურორო საბჭოს ორ პროკურორი წევრი – ნათია სონღულაშვილი და გიორგი გაბოძე, რომელთაც, საპროკურორო საბჭოს წევრთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
გიორგი გაბოძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობას დეპარტამენტის ხელმძღვანელად
დაინიშნა, ხოლო ნათია სონღულაშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად.