რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

“ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს სუს-ში.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

რუსი სამხედროების მიერ პერიოდულად ხორციელდება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება.