იუსტიციის საბჭომ შესაძლოა მოსამართლეთა ახალი ნაკადი დანიშნოს უვადოდ

დღეს,  19 მარტს, დაგეგმილია გასაუბრება გამოსაცდელი, სამი წლის ვადით დანიშნულ იმ შვიდ მოსამართლესთან, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნის სამწლიანი ვადა ეწურებათ.

თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის კანდიდატები არიან მოსამართლეები: ხათუნა კაკაბაძე, მაია ქოქიაშვილი, ელენე გოგუაძე, მერი გულუაშვილი, ირაკლი კოპალიანი, დიანა ფარქოსაძე, თამარ მეშველიანი.

ერთი თვის წინ, 22 თებერვალს, იუსტიციის საბჭომ 44 მოსამართლე დანიშნა უვადოდ.