გუდაურის საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის ექსპერტი უკვე საქართველოშია

კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლები, რომლებმაც გუდაურის საბაგირო ააშენეს, საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ და  მალე გუდაურში ჩავლენ – ამის შესახებ ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროს მწარმოებელ კომპანია დოპელმაიერს დაუკავშირდნენ და საბაგოროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზის გასარკვევად ექსპერტების გამოგზავნა სთხოვეს. 

კომპანიაში ნეტგაზეთის განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე საბაგიროსთან დაკავშირებით მომხდარის შესაძლო მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვთ.

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Трагедия в Гудаури сегодня? #гудаури #gudauri #gudauri2018https://t.co/z65o5e7NaB pic.twitter.com/yNdofYWg1e

— trip-expert.info (@tripexpertinfo) March 16, 2018

დოპელმაიერი ავსტრიული კომპანიაა, რომელიც საბაგირო აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში წარმომადგენლობა ჰყავთ. ამ დროისთვის დოპელმაიერს 14 800 საბაგირო აქვს დამონტაჟებული