სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე კომპანიების შესახებ წინასწარ ინფორმაციას ავრცელებს.
ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში
სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი
სს ენერგო-პრო ჯორჯია
შპს მარსი
შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი
შპს სოკარ ჯორჯია გაზი
შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
შპს სუპერბეთი 2014
შპს ჩემპიონები 111
შპს ჯორჯიან მანგანეზი
ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში – თურქეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალია საქართველოში.
სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – იგივე ესკო 2006 წლიდან ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტს ახორციელებს. ესკოს საშუალო წლიური ბრუნვა, კომპანიის ინფორმაციით, 500 მლნ. ლარს აღემატება. კომპანიის ცნობით, აქციათა 100% პროცენტი სს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაა, რომელიც მთლიანად მართვის უფლებით გადაცემული აქვს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
შპს მარსი – აზარტული თამაშების ბიზნესში მოღვაწე კომპანია crystalbet-ია.
შპს ჩემპიონები 111 – აზარტული თამაშების კომპანია Europe-bet-ია. საჯარო რეესტრის თანახმად, Europe-bet-ის 100% წილის მფლობელი Betsson Perch Investments AB-ია (შვედეთი).
შპს სუპერბეთი 2014 -საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი აზარტული თამაშების ბიზნესში მოღვაწე კომპანია ლიდერბეთია.
შპს ჯორჯიან მანგანეზი – კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შ. პ. ს ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია, რომელიც ლუქსემბურგშია რეგისტრირებული. კომპანიის ინფორმაციით, მაღალი და საშუალო ხარისხის სილიკომანგანეზს აწარმოებს. მათივე ცნობით, მოპოვებითი სამუშაოები ხორციელდება შვიდ საბადოსა და რვა კარიერზე.
სს ენერგო-პრო ჯორჯია – „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას. კომპანია ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. ენეტგო-პროს ინფორმაციით, კომპანია 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურს ფლობს.
შპს სოკარ ჯორჯია გაზი – კომპანიის ძირითად ფუნქციას ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა, მოსახლეობის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა; ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია წარმოადგენს.
შენიშვნა: სია არ მოიცავს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საფინანსო საწარმოებს.