“გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო პოლიტიკისგან დისტანცირება, ის, ბუნებრივია, თავად არ განიხილავს ამ პოსტზე [იგულისხმება საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურა] თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი, ჩვენი საარჩევნო ამოცანებიდან,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ იქვე დასძინა, რომ მმართველ გუნდს ჯერჯერობით არ დაუწყია კონსულტაციები კანდიდატურის შესარჩევად, თუმცა პირადად ის ქალ კანდიდატს მიესალმება.
2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2023 წელს პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით წელს ბოლოჯერ აირჩევენ.