“მედიასაშუალებებით გავრცელებული ჩანაწერი 2012 წლის ნოემბერშია გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 14 ნოემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბრალდებულ ახალაიას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საკანში დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა და ბრალდებული ამის შესახებ ინფორმირებული იყო. ამავე პერიოდში მას საშუალება ჰქონდა, მნახველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში შეხვედროდა, სადაც ელექტრონული მეთვალყურეობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვიზუალური კონტროლით. პატიმრობის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. ამავე კოდექსის 54- ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს აუდიო, ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა ან მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობა არის კანონიერი. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის გავრცელებას, სათანადო რეაგირებისათვის მასალები გადაეგზავნება პროკურატურას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სოზარ სუბარის უწყება ახალაიაზე ჩანაწერის გავრცელების თაობაზე პროკურატურას მიმართავს

-
22.11.2026 საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია -
22.11.2026 პატრიარქი კირილე არის ომის მაკურთხებელი – მიტროპოლიტი იობი -
22.11.2026 „მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვინც ხელდასხმული არაა“ – რუსეთის საპატრიარქო მიტროპოლიტ თეოდორეს ციტატას ავრცელებს -
22.11.2026 მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს -
21.11.2026 ანდრო ჭიჭინაძე სასამართლოში გადაღების აკრძალვას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს -
21.11.2026 მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი