“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ მარტის ბოლოს გამოუშვებენ უშაქრო კოკა-კოლას ყავით.
კომპანიის ცნობით, ახალი პროდუქტის ფასი 1.50 ლარი იქნება.
მათივე განცხადებით, ეს პროდუქტი იქნება კოკა-კოლასა და ყავის ნარევი, რომელშიც 50%-ით მეტი კოფეინი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ კოკა-კოლაში.
უშაქრო კოკა-კოლა ყავით პირველად ავსტრალიაში გამოვიდა.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ფეისბუკის მომხმარებელმა ჰკითხა, იგეგმება თუ არა ალკოჰოლის შემცველი კოკა-კოლის წარმოებაც. კოკა-კოლა ალკოჰოლიანი სასმელის წარმოებას იაპონიაში გეგმავს.
“საქართველოში ალკოჰოლის შემცველი კოკა-კოლის წარმოება არ იგეგმება. აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ იაპონიაში გამოვიდა ექსპერიმენტის სახით,”- აცხადებს კომპანია.