ძლიერმა ქარმა ხეები, ელექტროსადენები და სარეკლამო ბანერები დააზიანა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 9 მარტს, ქარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე შენობის მე-13 და მე-14 სართულიდან მინები ჩამოცვივდა.

სამსახურის ცნობით, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელა და სხვა მინების ჩამოვარდნა თავიდან აიცილა.

ქარის გამო დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. ​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

21:00 საათის მონაცემებით, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88- რეგიონში.

​თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

საგანგებო სირტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ შეტყობინებებს. არცერთ შემთხვევას მოქალაქეების დაშავება არ მოჰყოლია.

სამსახურის ინფორმაციით, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით სტიქიის შედეგად დაზიანდა: