ხადიჯა ისმაილოვას გამგზავრების უფლება არ მისცეს თურქეთში, სადაც დედამისი გარდაიცვალა

გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელსაც შეწყალების შემდეგ ოფიციალური სტრუქტურები აზერბაიჯანიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ, ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთში, ანკარაში გამგზავრებას ითხოვდა, სადაც ხადიჯა ისმაილოვას დედას, ელმირა ისმაილოვას ოპერაცია უტარდებოდა. ელმირა ისმაილოვა ანკარის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დღეს, 8 მარტს გარდაიცვალა.

ხადიჯა ისმაილოვა უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფეისბუკისა და ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერდა, რომ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის სტრუქტურებს თხოვნით, უფლება მიეცათ მისთვის, უკანანსკნელ დღეებში დედასთან ყოფილიყო.

I went to bailiff, explained that I need urgently go to Ankara to be with my mom who is diagnosed with anaplastic thyroid cancer and is in critical stage. Bailiff said to inquire tomorrow evening if they can lift the ban which they illegally imposed on me.

— Khadija Ismayilova (@Khadija_Ismayil) March 6, 2018

 

Today bailiff said their answer will not be ready till March 10 https://t.co/PZ1N3Z9WdN

— Khadija Ismayilova (@Khadija_Ismayil) March 7, 2018

ხადიჯა ისმაილოვა ბაქოში დედასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ელმირა ისმაილოვას ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა. ხადიჯა ისმაილოვა აცახდებდა, რომ ხელისუფლებისადმი განწყობის გამო აზერბაიჯანელ ექიმებს აღარ ენდობოდა და აზერბაიჯანში მკურნალობა დედისთვის მეტ საფრთხეს წარმოადგენდა.

ხადიჯა ისმაილოვა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ის ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ამჟამად ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანიდან ვერ გადის.

ხადიჯა ისმაილოვ,ა ელმირა ისმაილოვა, ბაქო; ფოტო: ხადიჯა ისმაილოვას ფეისბუკის გვერდიდან