ახალი ამბები

ივანიშვილი: ანაკლიის პორტი შეიძლება ყველაზე დიდი პროექტი გახდეს საქართველოში

30 სექტემბერი, 2013 • 1743
ივანიშვილი: ანაკლიის პორტი  შეიძლება ყველაზე დიდი პროექტი გახდეს საქართველოში

პრემიერის განცხადებით, ეს ფონდი განსაკუთრებით მოქნილი იქნება გლობალური პროექტების თანადაფინანსებისთვის. ასეთი გლობალური პროექტის მაგალითად დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიაში პორტის მშენებლობა, რომლის გამტარიანობა 110 მილიონი ტონა იქნება წელიწადში.

 

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება რამდენიმე ალტერნატიულ პროექტს განიხილავდა ახალი პორტის მშენებლობის კუთხით, მათ შორის ლაზიკის პორტის პროექტს, რომლის მშენებლობასაც აპირებდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს პროექტი შეჩერდა:

 

“ლაზიკას პორტი გაცილებით აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე დიდი და ამასთან, არ გვიწევს ჭაობის ამოშრობა, რაც დააზარალებს ბუნებას”, – აცხადებს ივანიშვილი. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა:

 

“ეს შეიძლება ყევლაზე დიდი პროექტის გახდეს საქართველოში ბოლო პერიოდში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თანაინვვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი