პრემიერის ინფორმაციით, ტატუნაშვილს 12 მარტამდე გადმოასვენებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილს კვირის ბოლოს გადმოასვენებენ.

“ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა იმყოფებიან. არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით შეფასებებს აღარ გავაკეთებ, ამაზე ბევრი საუბარი იყო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს, 6 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე.