იან კელი: ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსკოვსა და ცხინვალს, ტატუნაშვილის ცხედარი დააბრუნონ

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი მოსკოვსა და ცხინვალს არჩილ ტატუნაშვილიs ცხედარის დაბრუნებისა და ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში, აუცილებელია ამ საკითხზე დადგეს პასუხისმგებლობა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ამ საქმეში ჩართულნიც ვართ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსკოვსა და ცხინვალს, გაათავისულონ ის ორი დაკავებული და ცხედარი დააბრუნონ,” – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადების თარგმანს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.