დიღომში 17 წლის მოზარდი მე-8 სართულიდან გადმოვარდა

დიღმის მასივში 17 წლის მოზარდი მრავალსართულიანი შენობის მე-8 სართულიდან გადმოვარდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის მოზარდი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის პრესამსახურის ცნობით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აღნიშნება და ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.