4 მარტს, დილით, თბილისში, სამგორს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე ხის საამქრო დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკალიზებულია.
მათივე ცნობით, დამწვარია 3000 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია, ადგილზე 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა არის მობილიზებული.
“სასაწყობე შენობა, სადაც იყო ხის მასალა, მთლიანად დაიწვა. დაშავებული არ გვყავს, ცალკეული კერების ჩაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს. “-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ანდრე ქუჯაიძემ.