3 მარტს, დედის დღეს, ზაქარია ქუცნაშვილი იწვევს მსურველებს, რომ საქართველის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის დედის, ნატალია კობაიძე-შიოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგონ.
ამის შესახებ ქუცნაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
“3 მარტს, დედის დღეს, 12:00 საათისათვის მსურველებს ვიწვევთ სოფ. სნოში, თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველის დედისადმი პატივის გამოსახატად,”- წერს ის ფეისბუკის გვერდზე.