თებერვალში 1280 მ3 უკანონო მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს – სამინისტრო

2018 წლის თებერვალში, ერთ თვეში, 1280 მ3–ის ოდენობის უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს, ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 35 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გაგზავნილი.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები რეგიონების მიხედვით:

სამინისტროს ცნობით, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილია 26 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.