აზერბაიჯანის ნარკოლოგიურ ცენტრში ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

დღეს,  2 მარტს, დილით აზერბაიჯანის რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის ერთსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 31 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათ შორის სამი ჰოსპიტალიზებულია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროქსელების დაზიანებამ გამოიწვია.