„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოს წევრობის კანდიდატის განაცხადი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოები იქმნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ადვოკატირებისთვის, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სამოქალაქო კამპანიების საწარმოებლად.

საპილოტე ეტაპზე პროექტი განხორციელდება აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში.

საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა, ის მოხალისეობრივად გაერთიანებულ ადამიანთა ერთობაა, თუმცა სხვადასხვა ღონისძიების ხარჯები ორგანიზაციის მიერ იქნება გაღებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უზრუნველყოფს საბჭოს წევრების სწავლებას, პრაქტიკული უნარების განვითარება-დახვეწას, ორგანიზაციის სამუშაო სპეციფიკის გაცნობას.

საბჭოს წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საპილოტე პროექტი გულისხმობს ორგანიზაციის თითოეულ რეგიონულ ოფისში 3-5 წევრის შერჩევას.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა 9 მარტია.

დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ორგანიზაციის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში მისამართებზე:

[checklist]

[/checklist]

შემოგვიერთდით!

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე

[პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით].