I მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან. თბილსის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ. მისი თქმით, ცვლილების მიზანია მგზავრთა უსაფრთხოება და დამატებითი საცობების თავიდან აცილება.
ქუჩებისა და გამზირების ჩამონათვალი, სადაც ხვალიდან მიკროავტობუსი მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერდება:
პროექტის შესახებ, რაც მიკროავტობუსების მხოლოდ გარკვეულ ადგილებში გაჩერებას გულისხმობს, 20 დეკემბერს გახდა ცნობილი. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურებს სთხოვა, აღნიშნული საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე კონკრეტულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელოს.
„დღეს მიკროავტობუსები ნებისმიერ ადგილზე ჩერდებიან და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, ქუჩებზე გადარბიან. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ასევე, მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.