გლდანში ლიბერთი ბანკის სერვისცენტრი დააყაჩაღეს

გლდანში “ლიბერთი ბანკის” სერვისცენტრი დააყაჩაღეს. როგორც “ნეტგაზეთს” “ლიბერთი ბანკში” განუცხადეს, თავდამსხმელმა ბანკიდან მცირე რაოდენობის თანხა გაიტაცა, თუმცა ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.