მეხანძრეები სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” გაჩენილი ხანძრის წინააღმდეგ – ფოტოები

სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” 3 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართი დაიწვა 27 თებერვალს, შუაღამისას, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე. 40-მდე მეხანძრე მაშველი ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა. ხანძარი მიმდებარე ბაზრობებზე არ გავრცელებულა, თუმცა დააზიანა საცხოვრებელი სახლის ფანჯრები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც “ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ხანძრის დროს გადაიღო.