კახეთში გზააბნეული შველი ნაკრძალში გაუშვეს [ვიდეო]

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში პოლიციის თანამშრომლებმა სოფელში გზააბნეული შველი იპოვეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პოლიციელები ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს დაუკავშირდნენ და საერთო ძალებით, ცხოველი ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში გაუშვეს.