იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, 22 თებერვალს 50 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობს. კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო.
უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებს შორის არიან სხვადასხვა გახმაურებული საქმის მოსამართლეებიც. უვადოდ დანიშვნაზე განცხადება 51 მოსამართლეს ჰქონდა შეტანილი, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, ასმათ კოხრეიძემ კანდიდატურა მოხსნა.
მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი სამ ნაწილად გაიმართა. სამივე დღე ოუსტიციის სამბჭოს წევრის, ანა დოლიძესა და მოსამართლე წევრების დაპირსპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპირებას წინ უძღოდა ანა დოლიძის განცხადება, რომ სასამართლოს “ადეიშვილის ნარჩენები” აკონტროლებენ. ამ განცხადების შემდეგ უვადოდ დანიშვნის მსურველმა 13-მა მოსამართლემ გასაუბრებიდან ანა დოლიძის აცილება მოითხოვა, რაც საბჭოს უმრავლესობამ დააკმაყოფილა.
დღეს, კენჭისყრის პროცედურის წინ, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმედი აქვს, საბჭო არ დანიშნავს მოსამართლეებს, რომელთა გადაწყვეტილებებიც პოლიტიკური დაკვეთით იყო ნაკარნახევი:
“აქ ვგულისხმობ მოსამართლეებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები პოლიტპატიმრების საქმეებზე, პირველ რიგში, და ის გადაწყვეტილბები, რომლებიც მოგვიანებით შავით თეთრზე იყო ცნობილი, როგორც მცდარი. აქ იგულისხმება თეთრაძის, მოლაშვილის მოსამართლეები, ნორა კვიციანის მოსამართლე, მოსამართლეები, რომელთაც უკვე დადასტურებულია, ნაჩვენებია ისტორიულად, რომ მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური დაკვეთის შედეგად იყო შესრულებული. მათ საკუთარი გადაწყვეტილებებით ადამიანის უფლებების მხრივ ძალიან მძიმე შედეგი დააყენეს. ამ ადამიანების სასამართლო სისტემაში უვადოდ ყოფნა დააზიანებს სასამართლოს, დააზიანებს მათს პატიოსან და გამბედავ კოლეგებს და მათ იმიჯს, დააზიანებს ჩვენს სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პერსპექტივას ამ სახელმწიფოში,”- განაცხადა ანა დოლძემ.
საპენსიო ასაკამდე უვადოდ დანიშვნის კანდიდატები არიან: