კვიპროსში საქართველოს რვა მოქალაქე არ შეუშვეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვიპროსში, ლარნაკას მიმართულებით მიფრინავდნენ, ქვეყანაში არ შეუშვეს.

უწყების თანახმად, არშეშვების მიზეზი არასრული დოკუმენტაცია გახდა.