ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აეროპორტის მორიგე უფროსმა, გიორგი გორგანაძემ განუცხადა: “აეროპორტი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. გადადებით, რეისები არ გადადაებულა. ექნება ორ რეისს დაგვიანება. რამდენი ხანი ექნება დაგვიანება, მაგას ვერ გეტყვით. ეს  არის ყაზახეთის და ჩინეთის მიმართულება. თბილსის მიმართულებით ყველა რეისი შესრულდა” .  

 

ინფორმაცია თბილისის აეროპორტში ევაკუაციის შესახებ საინფორმაციო სააგენტოებმა მგზავრებზე დარდნობით გაავრცელეს. 

 

მოგვიანებით აეროპორტში განხორციელებული მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება შსს–მაც გაავრცელა.

 

12 სექტემბერს, 20:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მორიგი შეტყობინება შევიდა

 

მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, თბილის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მესანგრეები და კინოლოგები აეროპორტში შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მესანგრეების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

 

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ისანი-სამგორის სამმართველოს განყოფილება აწარმოებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *