ახალი ამბები

ივანიშვილი: ინფორმაციის გამჭვირვალეობის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის კეთილი ნებაა

12 სექტემბერი, 2013 • 1423
ივანიშვილი: ინფორმაციის გამჭვირვალეობის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის კეთილი ნებაა

პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის განცხადებით, ღიაობასა და საჯაროობაზე ორიენტირებული მთავრობის კონტროლი მოქალაქეების მხრიდან უფრო ეფექტურად ხდება. მისი თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისთვის პასუხისმგებლობა აქვს აღებული. 

 

პრემიერის თქმით, მან განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მთავრობა ანგარიშვალდებულია უზრუნველყოს, რომ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გასაჯაროვდეს.  

 

“ჩვენი მთავრობის გამჭვირვალობაზე ციფრები მეტყვეელებენ. ეს არის საწინდარი იმისა, რომ ხალხი მიაღწევს მიზანს და შექმნის ძლიერ, პასუხიმგლებლობით აღსავსე სამოქალაქო საზოგადოებას და არც ერთ ხელისუფლებას უფლებას აღარ მისცემს, რომ შელახოს საზოგადოების ინტერესები,”- განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, სახელმწიფო უწყებების დავალდებულება კონკრეტული სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაზე მთავრობის კონტროლის კიდევ ერთი საშუალებაა. ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მინისტრები სისტემატურად წარუდგენენ ხალხს.

 

“საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ, რომლითაც მთელი რიგი უწყებებს დაევალათ ღია პარტნიორობის ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის, პროაქტიურად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ნუსხის შემუშავება,”- განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის იმედი აქვს. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიზანი არის ის, რაც აერთაინებს მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს, განაცხადა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე სტუმრობისას განაცხადა. პრეზენტაციაზე ყველაზე ღია და დახურული სამთავრობო უწყებები უნდა დასახელდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი