გორში ავტომობილი სამ ბავშვს დაეჯახა

დღეს, 14 თებერვალს, გორში მსუბუქი ავტომობილი საავტომობილო გზაზე მიმავალ სამ ბავშვს დაეჯახა. ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 176-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.