ახალი ამბები

თბილისის ცენტრში შუახნის კაცი დაჭრეს

14 თებერვალი, 2018 • 1197
თბილისის ცენტრში შუახნის კაცი დაჭრეს

დღეს, გამთენიისას თბილისში, ვორონცოვის ქუჩაზე შუახნის კაცი დაჭრეს.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს – მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რ2-ის ინფორმაციით მას ოპერაცია უტარდება. შსს-ში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა ვინმე დაკავებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი