“გახადე შრომა უსაფრთხო” – პროფკავშირებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილას 480-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2017 წელს 41 დასაქმებული გარდაიცვალა.

მშრომელთათვის ღირსეული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს შესაქმნელად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით, პროფკავშირებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

შრომითი უსაფრთხოების კუთხით კანონპროექტზე მუშაობა პარლამენტში 9 თვეა მიმდინარეობს, თუმცა პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის არსებული ვერსია დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ  კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას თავადაც იღებდნენ, თუმცა მათი შენიშვნები დოკუმენტში არ ასახულა.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ დოკუმენტს, რომლის განხილვაც ჭიანურდება, რამდენიმე ხარვეზი აქვს:

აქედან გამომდინარე, პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და ხელისუფლებისგან მოითხოვენ შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს. ამ მოთხოვნით პროფკავშირებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.