წერილის დასაწყისში დეპუტატი თეა წულუკიანსა და არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მას საშუალება მიეცა მოენახულებინა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
იგი მიუთითებს, რომ ვანო მერაბიშვილი გამოძიების პროცესში ოთხჯერ გამოცხადდა დაკითხვაზე, რაც საკმარისი მოცემულობა იყო იმისთვის, რომ პროკურატურას არ მოეთხოვა მისთვის წინასწარი პატიმრობა.
“გარესამყაროდან სრული იზოლაცია, ოჯახთან კონტაქტის (მათ შორის სატელეფონო) სრული და აბსოლუტური აკრძალვა შეიძლება შეფასდეს, როგორც რეპრესია ეჭვმიტანილის მიმართ,” – წერს გოსიევსკა.
მისი აზრით, ასეთი ზომების გამოყენება შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური წამების ფორმა.
