დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, რომელიც საკუთარი პროფესიით დასაქმდა

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიგო შიუკაშვილი საკუთარი პროფესიით სასტუმრო Holiday Inn-ში დასაქმდა. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ინფორმაციით, გიგო შიუკაშვილი სკოლის დასრულების შემდეგ ბართენდერის პროფესიას ეუფლებოდა. ასოციაციის ცნობით, ის პირველია, ვინც მიიღო პროფესიული განათლება, გაიარა სტაჟირება სხვადასხვა კომპანიებში და დასაქმდა საკუთარი პროფესიით.