ახალი ამბები

ანონსი – 8 თებერვალი

7 თებერვალი, 2018 • 1514
ანონსი – 8 თებერვალი

10:00 თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ჟ.შარტავას N7

10:30 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ა. ბელიაშვილის ქ. #106, ტელეკომპანია „მაესტროს გვერდით“. მე-3 სართული.

13:00 იაპონიის ელჩის რეზიდენციაში (გაზაფხულის ქუჩა 16) ხვალ, 2018 წლის 8 თებერვალს, 13:00–ზე, გაიმართება 3 პროექტის ხელმოწერის ცერემონია, კერძოდ: სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ახალციხის 6 სოფელში; შშმ პირთათვის რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა მესტიის მუნიციპალიტეტში; ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფა შიდა ქართლისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში.

ცერემონიას დაესწრებიან იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

13:00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სახელით, საზეიმო მიღება გაიმართება. შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი