“სად იკვეთება შიში, რატომ უნდა მეშინოდეს? რატომ უნდა მქონდეს იმის მოთხოვნილება, რომ გავიქცე სადღაც და კულისებიდან ვმართო?!” – აცხადებს ივანიშვილი.

 

ივანიშვილი ამბობს, რომ ის გადადგომის შემდეგაც დაიტოვებს პასუხისმგებლობას მის მიერ დატოვებულ მთავრობაზე:

 

ბიძინა ივანიშვილი

“მთავრობა, რომელსაც მე დავტოვებ, იქნება აბსოლუტურად ეფექტური და პატიოსანი. ვიძლევი გარანტიას, რომ ხელისუფლება იქნება საუკეთესო ნაწილი საზოგადოების. მე ვიძლევი გარანტიას, მაგრამ ეს გარანტია რჩება ჩემს პატიოსან სიტყვაზე”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

ბიძინა ივანიშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება მის შემდეგ პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც ამ ეტაპზე არ საუბრობს კონკრეტულ საქმიანობაზე, რასაც ის გააგრძელებს პოსტიდან გადადგომის შემდეგ.

 

“მე ჩემს განცხადებაშიც კონკრეტული მექანიზმების განხილვას თავი ავარიდე და ახლაც თავს ავარიდებ – NGO-ს დავაარსებ თუ პირადად ვიაქტიურებ, არ ვისაუბრებ ახლა ამაზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, მის მომავალ გეგმებსა და შემცვლელზე პრემიერის პოსტზე მოგვიანებით ისაუბრებს და საზოგადოებას საკმარისი დრო ექნება განხილვისთვის:

 

“ჩემი სურვილია დავეხმარო საზოგადოებას ანალიზის გაკეთებაში, როგორ უნდა გავარჩიოთ ვინ ვინ არის”, – აცხადებს ივანიშვილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *