კოჯრის ტყეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კოჯრის ტყეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ცხედარი გუშინ ღამით იპოვეს.