„ეს არ არის პარლამენტის პრეროგატივა. ეს ცესკოს, ქალბატონი სალომესი და სასამართლოს საქმეა,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
ძიძიგური აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებამდე პარლამენტში ვერ მოესწრება იმ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლითაც უმაღლესი თანამდებებობის დასაკავებლად ერთნაირი ცენზი წესდება:
„ეს უნდა განხორციელდეს, ალბათ, შემდეგ სასესიო კვირაში. ეს არის სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ და, მგონი, ამ დროს რეგისტრაცია დასრულებული იქნება.“
ძიძიგურის თქმით, ხელისუფლებას გულწრფელად სურს, რომ რაც შეიძლება მეტმა კანდიდატმა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა:
“ქალბატონი სალომეს მიმართ მე პირადად გამაჩნია სიმპათია. საქართველოს მოსახლეობაში არის ქალბატონი სალომეს ძალიან ცნობილი პოლიტიკური მესიჯები და ნაბიჯები კარგად ცნობილი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომე იქნებოდა საინტერესო საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა და ჩვენ ცესკოს ვერაფერს ვერ ვუბრძანებთ.”
სალომე ზურაბიშვილს ცესკომ 3 სექტემბერს უარი უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე, რასაც იგი ხვალ, 4 სექტემბერს სასამართლოში გაასაჩივრებს.
