ახალი ამბები

ანონსი – 5 თებერვალი

4 თებერვალი, 2018 •
ანონსი – 5 თებერვალი

11:00 სასტუმრო რუმსში (თბილისი), საქართველოს პარლამენტი წარადგენს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგებს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირინა ფრუიძე, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; სოფი ჰუე გერიში. მის: სასტუმრო რუმსი

12:00 „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ კანცელარიაში პრემიერ მინისტრის სახელზე სპეციალურ განცხადებას შეიტანს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია პრემიერ მინისტრს, მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს. მის: ინგოროყვას ქ. N7

14:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

16:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

17:00 მუსტაფა ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, ჩაბუქის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მის: მთაწმინდის შესახვევი 7ა. ბ.5. იურიდიული კომპანია “პროცესი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი