გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანა ან ზუსტი დიაგნოზის დასმა:
”ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც დღეს საზოგადოებას აცნობეს, უარესდება. ეს არის ძალიან ნათელი ფაქტი, მეც შემიძლია დავადასტურო. როცა ის მოვინახულე რამდენიმე კვირის წინ, ეს აშკარად ეტყობოდა. გვინდა ვიცოდეთ დიაგნოზი, გვინდა, რომ ექიმები შევუშვათ მასთან. სხვა შემთვევაში ის გადაიყვანონ სამოქალაქო სექტორში, იმისათვის, რომ ჩევნ ზუსტად ვიცოდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დამატებით იმ უსამართლობასთან, რომ ის არის დაპატიმრებული პოლიტიკური მოტივებით და იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და ამას არ დაერთოს ჯანმრთელობის პრობლემები” – აცხადებს გაბაშვილი.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი სპეციალურ განცხადებას ამზადებს და სასჯელ–აღსრულების დეპარტამენტს მიმართავს:
“ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აწარმოებს და ატარებს გამოკველევებს. ვთხოვთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მოხდეს მერაბიშვილთან სამედიცინო სექტორის ექიმების შეყვანა და თუ ეს ვერ მოხერხდება, მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადავიყვანოთ სამკურნალოდ”, _ განაცხადა ადვოკატმა.”
