“აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა” – მაჩალიკაშილის მამა შოთაძესთან შეხვედრამდე

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დღეს საქართველოს მთავარ პროკურორს შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

თემრილანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებისაგან მოისმენს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, მაგრამ მისი მოთხოვნა უცვლელია:

“აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა, მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და ის ხალხი გაასამართლონ”, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

[red_box]მოვლენათა ქორონოლოგია[/red_box]